ლევან გოგიჩაიშვილი - ქვეყანაში თავისუფალი სივრცეების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს, რომ კორუმპირებულმა ელიტამ სხვისი ქონება ხელში ჩაიგდოს

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალი სივრცეების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კორუმპირებულმა ელიტამ ნელ- ნელა ხელში ჩაიგდოს და დაეპატრონოს სხვის ქონებას.

ამის შესახებ მან პლენარულ სესიაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

„გია ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას უთხრა, ეს კანონი რომ თქვენ მაშინ გქონოდათო, მე უბრალოდ ციხეც არ დამჭირდებოდაო, ჩვეულებრივად წამართმევდით კომპანიასო. შესაბამისად, ადამიანს გაუჩნდა იმის განცდა, რომ ხელისუფლება ამ კანონის მიღებით ცდილობს ამ ადამიანებს საკუთრების უფლება შეუზღუდოს და გაიმზადოს გარანტია, პლაცდარმი, ისევე როგორც დაიპყრო ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია, ასევე შეიძლება ხელით გადაწვდეს სხვა კომპანიებს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში, თავისუფალი სივრცეების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კორუმპირებულმა ელიტამ ნელ- ნელა ხელში ჩაიგდოს და დაეპატრონოს სხვის ქონებას. რატომ გინდათ ეს კანონი, ამაზე პასუხი გუშინ კომიტეტზე ვერ მივიღეთ. რამე შეცდომა დაუშვით გაყიდვებთან, წილის გასხვისებასთან დაკავშირებით? უსაფრთხოების პრობლემები დგას რამე? თუ უსაფრთხოების კომპონენტის შეტანა გინდათ, აქ ზონდერი ხოჯევანიშვილი რომ გამოვიდა თავდაცვის კომიტეტზე ანგარიშით, იქ რატომ არ იყო გათვალისიწნებული, რომ სახელმწიფო ამას, როგორც რისკს ისე უყურებს? რატომ არ დევს მაშინ სუს-ის ანგარიშში ეს კომპონენტები? იგივე მარეგულირებელ და იგივე ენერგეტიკის კანონთან მიმართებით. თუ სხვა განზრახვაა, რომ ადამიანებს ქონება წაართვათ? რატომ გახდა დღეს ამ კანონპროექტის ასეთი დაჩქარებული წესით შემოტანა აუცილებელი? ხომ არ არის აქ პოლიტიკური კომპონენტი იმისთვის, რომ თავისუფალი სივრცეები არ დარჩეს და ხომ არ არის შეტევა ამ კომპანიებზე?“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა