ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს

სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს, - ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, „დღეს ჩვენ ამ კუთხით უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს“.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო