ეკატერინე ტიკარაძე - დღეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ

დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა.

ტიკარაძის თქმით, დღეს მხოლოდ რაციონალურობის დროა და საჭიროა ერთობლივად დავძლიოთ პანდემია.

„საქართველო მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება.

„ის სრულყოფილი ორგანიზაცია არაა. მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსურს, ეს შეცდომები გასწორებული ვიხილო. მსოფლიოს ჯანმო კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან გასამკლავებლად სჭირდება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა