„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გაიხსნა

თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35- წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. კომპანიამ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ახალ სამუშაო ადგილი შექმნა.

„საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში.

პროექტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე - საწარმო უმეტეს წილად აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა განადან და აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

კომპანიამ განახორციელა 15 მილიონი ლარის ინვესტიცია და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო