ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა

ინდოეთში კორონავირუსის 29 429 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 582 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 936 181 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია დაახლოებით 600 000 და დაღუპულია - 24 309 ადამიანი.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო