სულხან სალაძე დავით ცინარიძის გათავისუფლებაზე - ოჯახში ძალადობის საქმეებზე სახელმწიფოს პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს. მან მედიასთან საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა, წამახალისებელი იყოს.

„ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე პარლამენტის, საკანონმდებლო დონეზე მკაცრი უნდა იყოს. ნებისმიერი ტიპის რაიმე ფორმით ისეთი პარალელის გავლება, რომელიც აძლევს პირებს საშუალებას, რომ მან შემდომში დანაშაული ჩაიდინოს ან წაახალისოს, ეს მხოლოდ გააუარსებს მდგომარეობას ქვეყანაში", -განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცინარიძის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს