გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ უთქვამს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიცია დატოვოს და მისი განცხადების კონტექსტი "სხვაგვარი იყო“

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ ოპოზიციური გაერთიანება ვერ შეთანხმდება პრემიერის საერთო კანდიდატურაზე, ასევე ახალგაზრდების პოლიტიკაში შესვლის საკითხზე, მაშინ შესაძლოა პროპორციულ ნაწილში პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკე მიიღონ, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში ითანამშრომლონ.

თუმცა, ვაშაძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გაერთიანებას დატოვებს.

ასევე ვაშაძის თქმით, მას არ უთქვამს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა გაერთიანებული ოპოზიცია დატოვოს და მისი განცხადების „კონტექსტი სხვაგვარი იყო“.

„რეალურად, სიტუაცია შემდეგია - გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის საარჩევნო სტრატეგიის საკითხი, იმ გუნდის საკითხი, რომლითაც უნდა წარვდგეთ საზოგადოებასთან. როგორც იცით, უფრო დიდი ბლოკი არსებობს მაჟორიტარული კოალიციის თვალსაზრისით და თანამშრომლობა ყველა შემთხვევაში იქნება ყველა პარტიას შორის და ერთმანეთზე თავდასხმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს და უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ბიძინა ივანიშვილს ბლოკს არ შეუქმნის პარლამენტში შესვლის შემდეგ. ასევე, დღევანდელი კანონმდებლობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულმა სუბიექტებმა დამოუკიდებლადაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, განსხვავებული მოსაზრებები ოპოზიციაში არის საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარსდგეს ოპოზიცია ამომრჩევლის წინაშე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, რადგან ხალხი გაუგებრობას და გაურკვევლობას ხმას არ აძლევს. ამის გამოკვლევის საუკეთესო საშუალება სოციალური კვლევის ჩატარებაა. მეორე კომპონენტია, რომ ახალ პროფესიონალებს, ახალ სახეებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში. თუ ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდება, ამაშიც ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. ვინმემ დატოვოს გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არასწორი განაცხადია. სტრატეგიულად შეიძლება მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილება - პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიყოთ არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს ტოვებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა