ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად მისი დანიშვნის ერთ-ერთი კრიტერიუმი გამოცდილებაა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია უხლოეს მომავალში მაჟორიტერობის კანდიდატებს წარადგენს და შემდეგ კვლავ გააგრძელებს საარჩევნო სიაზე მუშაობას.

“დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა. ამ ყველაფერს სჭირდება ყოველდღიური კოორდინაცია. როგორც მოგეხსენებათ, მე დამნიშნეს საარჩევნო შტაბის უფროსად, გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება “ქართული ოცნებისთვის” მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით”,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წინსაარჩევნო კამპანია პრინციპულად პოზიტიური და სამომავლო გეგმებზე აგებული იქნება. მისი თქმით, ოპოზიცის კამპანიაც, ასევე პოზიტიური უნდა იყოს.

“ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მთლიანად აგებული მომავალზე. ორიენტირი იქნება ეს, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მათ შორის, როგორ ვხედავთ, იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისმენენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო