სერგი კაპანაძე უმრავლესობას - დროებითი მმართველის დანიშვნით მიიღებთ კატასტროფას ბიზნესსექტორში

ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად საქართველოში ტელეკომუნიკაციის სფეროში სერიოზული ინვესტორი აღარ შემოვა. აღნიშნულის შესახებ მან პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ცვლილებებით სურს, რომ ამ სექტორში არსებული კომპანიები დაიმორჩილოს.

„თქვენ ახლა ამბობთ, რომ ბატონ ბექაურს აქვს უფლებამოსილება, თუ აქ მყოფი ოპერატორის მშობელი კომპანია წილებს გაყიდის და მას არ შეატყობინებს, კომპანია დააჯარიმოს და შეიყვანოს იქ დროებითი მმართველი. მიგაჩნიათ, რომ დიდი კომპანიები, რომლებიც ბირჟაზე არიან, ასე უნდა საქმიანობდნენ საქართველოში? ეს არის გამორიცხული, ამიტომ როგორც „თელიასონერა“ წავიდა, ზოგადად, როგორც ქვეყანაში ინვესტიციები იკლებს, ასევე, ამ კანონის მიღების მერე მიიღებთ ორ შედეგს მხოლოდ - ერთი იქნება ის, რომ ინვესტორები საქართველოში აღარ შემოვლენ და მეორე შედეგი იქნება ის, რომ გექნებათ უამრავი საერთაშორისო დისპუტი საერთაშორისო არბიტრაჟებში, რომელთაც წააგებთ. ოღონდ თქვენ სხვა რამ გაღელვებთ, თქვენთვის კარგს რასაც მიიღებთ ის არის, რომ ჩაიგდებთ ხელში ბერკეტებს, რომ კომპანიები, რომლებიც ტელეკომუნიკაციის სექტორში არიან, ბოლომდე გყავდეთ დამორჩილებული. ეს არის თქვენი ამოცანა, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას, რატომ იყო ეს ასე სწრაფად შემოტანილი, რატომ მოითხოვეთ დაჩქარებული განხილვა, პროცედურების დარღვევით უყარეთ კენჭი გუშინ ისე, რომ ტექსტიც კი არ გქონდათ. შედეგად მიიღებთ კატასტროფას ამ სექტორში, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში,“- განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო