ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე - არ უნდა მოვახდინოთ  არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს. მან ჟურნალისტებთან 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადება აღიქმებოდეს, როგორც ძალადობის წახალისება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მესიჯი ასე აღიქმება.

„ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ ერთი ერთზე ფიზიკური დაპირისპირება უფრო მისაღებია, ან ჯდება ქართულ ტრადიციებში, ეს მსოფლომხედველობა შესაცვლელია. ჩვენს საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი და მიუღებელია. ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში, ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში: სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ასე შემდეგ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჯგუფური ძალადობა მიუღებელი, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის წამახალისებელ "მესიჯად" შეიძლება იყოს აღქმული

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა