მამუკა მდინარაძე - არჩილ თალაკვაძეს მომავალ პარლამენტშიც, ბუნებრივია, ღირსეული ადგილი ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში შესაძლოა ახალი სახეები იყვნენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში მაჟორიტარების კანდიდატები თითქმის შეთანხმებულია, ხოლო პარტიულ სიაზე ჯერ კიდევ მიდის კონსულტაციები.

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეეძლო შტაბის ხელმძღვანელობა ჩაებარებინა, ირაკლი კობახიძე ამ მსჯელობის დროს უალტერნატივო აღმოჩნდა. მისი გამოცდილება და მენეჯმენტი დაგვეხმარება ჩვენ ყველას, გამარჯვება რომელიც გარდაუვალია, კარგად, სწორად გავაფორმოთ და ჩვენ უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს იმდენად დემოკრატიული არჩევნები, რომ კითხვის ნიშნები ნაკლები იყოს. კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მაინც გაჩნდება, მაგრამ მთავარია ამას საფუძველი არ ჰქონდეს. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარედ განხილვას, აჩიკო არის პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ხედავთ, რამდენად სწორად უძღვება პროცესს. მას ძალიან კარგად გამოსდის, რომ იყოს გარკვეულ შემთხვევაში ნეიტრალური სპიკერი. გუშინ, მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ მოუნდა ქვევით ყოფილიყო და არა იმ ადგილას, სადაც იყო, ოპონენტისთვის ღირსეული პასუხი რომ გაეცა. ძალიან კარგად გამოსდის მას პარლამენტის თავმჯდომარის როლის შესრულება. მომავალ პარლამენტშიც მას ბუნებრივია, ღირსეული ადგილი ექნება დაკავებული. წინასწარ რაიმე შეთანხმება არაა, მაგრამ მონახაზები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაჟორიტარებზე ჩვენ პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. პროპორციულ სიას რაც შეეხება, მოვთელეთ კონსულტაციებით ეს საკითხი. ძალიან ბევრ, ახალგაზრდა, ახალ და ნიჭიერ სახეს შევხვდით, არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ და გადაახალისონ ჩვენი რიგები,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა