კახა კალაძე - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში,“-აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს