ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის არჩილ თალაკვაძე და  გააგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს არის არჩილ თალაკვაძე და ის გააგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თავად ხომ არ იქნება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება სიაში მისი ყოფნის საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს.

“რაც შეეხება ზოგადად თანამდებობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პარტიის პოლიტსაბჭო“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, საკითხზე, ვინ იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს. მისი თქმით, თალაკვაძეს პარლამენტის „ძალიან კარგი თავმჯდომარეა“ , თუმცა ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის საკითხზე მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია.

“გუნდში არ ყოფილა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჯერ ამის დრო არ არის, თუ ვინ, რა პოზიციას დაიკავებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საარჩევნოდ მზადება. საზოგადობას წარვუდგინოთ ხედვა, გეგმა იმ პროექტებზე, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. თუ, ვინ, რა თანამდებობას დაიკავებს, ეს არ არის დღეს სასაუბრო თემა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარეა, კარგად უძღვება თავის საქმეს. რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, თანამდებობებს პარლამენტსა თუ მთავრობაში, ეს სამომავლოდ გახდება ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს