გიორგი რურუა აცხადებს, რომ მისი დაკავებისას ჩხრეკა არ მომხდარა და მას “დნმ”-ის ნიმუში სამმართველოში ძალის გამოყენებით აუღეს

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბრალდებული გიორგი რურუა აცხადებს, რომ მისი დაკავებისას ჩხრეკა არ მომხდარა და მას “დნმ”-ის ნიმუში სამმართველოში ძალის გამოყენებით აუღეს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩვენება მისცა. მისი თქმით, ადვოკატთან დარეკვის საშუალებაც არ მისცეს. მისივე განცხადებით, პარლამენტის პიკეტის დროს ღამე იქ გაათენა, მეორე დღეს კი, როდესაც სახლისკენ წასვლასა და შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებდა, გზად გააჩერეს და სამმართველოში გადაიყვანეს.

“როდესაც პარლამენტში კენჭისყრა ჩააგდეს, დაიწყო პარლამენტის პიკეტირება, რაშიც ვმონაწილეობდი. შეშის საკითხის ორგანიზებას ვაკეთებდი, ვინაიდან ცივი პერიოდი იყო, ასევე საკვები მიგვქონდა. 17-ში დავრჩი პარლამენტის წინ, დილით ჩემი მეგობრები შემხვდნენ და გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით და 4 საათზე ისევ შევკრებილიყავით, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ დროს აპირებდნენ აქციის დაშლას, ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული, მანამდე სახლში უნდა წავსულიყავი, მოვწესრიგებულიყავი. ჭიჭინაძის ქუჩაზე მანქანაში ჩავსხედით, წავედით ბაგების მიმართულებით სახლში. გზაში ვერაფერი ვერ შევამჩნიე. ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ გაგვაჩერეს. მოვიდა პოლიცის თანამშრომელი, მძღოლს საბუთი და გადმოსვლა მოსთხოვა. როდესაც მძღოლი გადავიდა, ამ დროს მომენტალურად შემოდის, როგორც შემდგომ გაირკვა, ბექა მახარაძე. ამ დროს „მაზდას” მარკის მანქანა გაჩერდა წინ. მანქანიდან გადავედი, წამიყვანეს მანქანისკენ. ვეკითხები ვინ ხართ, პოლიციიდან ვართო და შენთან უფროსებს აქვთ საქმეო. მივედით სამმართველოში, მანქანიდან გადამიყვანეს მახარაძემ, ადეიშვილმა და სამოქალაქო შესასვლელიდან შევედით პოლიციაში”, - აცხადებს რურუა.

მისი თქმით, სამმართველოში რამდენიმე ადამიანს შეხვდა და როდესაც “დნმ”-ის ტესტის აღება მოსთხოვეს, კატეგორიული უარი უთხრა და ადვოკატი მოითხოვა. როგორც რურუა იხსენებს, ამის შემდეგ ერთ-ერთმა თაროდან ბამბიანი ჩხირი ჩამოიღო და ტესტი ძალის გამოყენებით აუღეს. მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობას უწევდა, მისი თქმით, გაბრაზდნენ და ხელბორკილები დაადეს. ამის შემდეგ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე გიორგი რურუას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა. ხვალ საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, 29 ივლისს კი - დაცვის მხარე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო