ნათია თურნავა - თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის

დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის “ ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში.

„ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ,ნახონ ჩვენი განუმეორებელი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. ეს, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე - დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ ტურიზმს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს