„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში 110-ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

მათი ინფორმაციით, სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის - სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. ეს კი სასტუმროს ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებშიც კი, კომპანიამ შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო გახსნის შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

„საქართველოს ბანკისთვის“ სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა. ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული, დიდი გამოწვევის წინაშე“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა