გია ხუხაშვილი - კობახიძე არის კლასიკური წითელი ნაჭერი ქართულ პოლიტიკური კორიდაზე

კობახიძე არის კლასიკური წითელი ნაჭერი ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, „ბიძინამ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო წიგნში კიდევ ერთხელ ააფრიალოს კორიდაზე ეს ნაჭერი, რაც ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ეფექტური ხდება ხშირ შემთხვევაში“.

„ჩვენ ხომ კორიდაზე ვართ?! ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხარივით ისტერიკაში ვარდებიან. ეს არის კობახიძის ფუნქცია. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ჩვენ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია. კობახიძე რადგან დაინიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა იქნება ძალიან მაღალი. კობახიძე ბიძინასთვის არის არცთუ სტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც, ერთი მხრივ, ბიძინა აფრიალებს ქართულ პოლიტიკაში და მეორე მხრივ, ექსპერიმენტებს ატარებს. მას უყვარს ასეთი ფსიქოტიპით მანიპულირება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ ძალას დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ოპოზიციას.

„ჩვენ იმაზეც გვისაუბრია, რა იქნება საარჩევნოდ დომინანტური შიში. ეს იქნება მომავლის არჩევნები. თუ დააკვირდებით, უკეთეს მომავალს არავინ არავის ჰპირდება. ეს იქნება შიშის არჩევანი. თუ დომინანტი იქნება სიკვდილის შიში, რაც პანდემიას ახლდა და „ქართულ ოცნებას“ სერიოზული აქტივი შეუქმნა, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსები იქნება უფრო მაღალი. თუ საარჩევნოდ დომინანტი იქნება შიმშილის შიში, რაც პირიქით, აგრესიას იწვევს ხელისუფლების მიმართ, მაშინ მმართველ ძალას ექნება პრობლემა. ბიძინას საკმაოდ ცინიკური ლოგიკა აქვს - რაც უფრო გაუჭირდება ხალხს სექტემბრისთვის, უფრო იაფად ვიყიდი. გუშინ ყიდვა უფრო ძვირი იყო, ვიდრე დღეს. სექტემბერში შეიძლება კიდევ უფრო იაფად იყიდოს, ვინც გაიყიდება. გაყიდვის გარანტია იქნება, თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნა. კომფორმისტი ამომრჩეველი, რომელიც არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებს, იყიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ სინდისთან ამას რამით ამართლებს. არც ერთი ვარგა, არც მეორე და რატომ მივეყიდე ბიძინას?- ვინც გადაიხდის, ხმას იმას გადავუგდებ ერთჯერადად. მაგრამ თუ გამოჩნდნენ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ყიდვა ძნელი იქნება. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაძლიერება, რომ სინდისი ვერ მიაძინოს კომფორმისტმა ამომჩეველმა, რა სეგმენტიც საკმაოდ დიდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა