მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ მომგებიანია ნათელაშვილთან ფანჩატურში ,,ნაცმოძრაობის” ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ აქაც ვერ თანხმდებიან

თუ ვინმეს აქვს იმის სურვილი და პოლიტიკური მოსაზრებების გამო გონია, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან, მის ფანჩატურში ,,ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ გაერთიანება ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, აქაც ვერ თანხმდებიან, ადგილებს ვერ იყოფენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაერთიანებულ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათ კარგი რეიტინგები აქვთ, თუმცა ამ რეიტინგებს „ცოცხალი თავით არ აქვეყნებენ”.

“რამდენად ეკლექტური საზოგადოება იყო იქ შეკრებული ყველა ვხედავდით, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეიკრიბნენ ეს ადამიანები და მათ ღირებული ერთობა არ ჰქონდათ. თუ ვინმეს აქვს იმის სურვილი და პოლიტიკური მოსაზრებების გამო გონია, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან, მის ფანჩატურში ,,ნაციონალური მოძრაობის” ირგლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ აქაც ვერ თანხმდებიან, ადგილებს ვერ იყოფენ. ისინი თქვენ გაჯერებენ, რომ კარგი რეიტინგი აქვთ, მაგრამ ბოლო დროს ცოცხალი თავით არ აქვეყნებენ რეიტინგს. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ, მათ შორის ,,ევროპულ საქართველოს” - 3% და ამ ფონზე ერთმანეთს ებრძვიან ადგილებისთვის პარლამენტში, მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს