სერგი კაპანაძე - ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა წინასაარჩევნოდ, უეჭველი ამბავია

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, უეჭველია, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში „საჯაროდ გამოვა“.

როგორც კაპანაძე ამბობს, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, ამიტომ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

“ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა წინასაარჩევნოდ, უეჭველი ამბავია, იმიტომ, რომ ეს არის არჩევნები, რომელშიც კარგავს ხელისუფლებას. ადამიანი, რომელსაც ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, ბოლომდე იფართხალებს, რათა ხელისუფლება არ დაკარგოს და ყველაფერს გამოიყენებს, ოღონდ ამ ყველაფრის გამოყენება - იქნება ეს ძალადობა, მოსყიდვა თუ ამ ტიპის ინსტრუმენტი, მას ამაში ვერ უშველის. ამიტომ კი ბატონო, გამოვა, ამას ველოდებით, მაგრამ ეს არანაირი შედეგის მომტანი მისთვის არ იქნება”,- განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნას, კაპანაძის თქმით, ეს ფაქტი ცხადყოფს, როგორი წინასაარჩევნო კამპანია ექნება მმართველ გუნდს.

“ივანიშვილის მიერ კობახიძის არჩევა ზუსტად მეტყველებს იმაზე, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ისეთი, როგორიც წინა წლებში იყო, როდესაც ბატონი კობახიძე იყო ასევე აქტიურად ჩართული შტაბში. ეს იქნება ძალადობის კამპანია, “ფეიქ-ნიუსების” კამპანია, ტალახის სროლის კამპანია, სიძულვილის ენის გამოყენების კამპანია, ყველანაირი არგუმენტებისგან დაცლილი, მხოლოდ შავი კამპანია. რა ხეირი ექნება ამით “ქართულ ოცნებას”, ამას ყველა ძალიან კარგად ვნახავთ. ამათ ჰგონით, რომ ისევ ცხრა წელზე საუბრით, ტყუილების გავრცელებით მოიგებენ არჩევნებს მაშინ, როდესაც ვერცერთი დანაპირები ვერ შეასრულეს და ქვეყანა შეიყვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში. ამიტომ კობახიძე კი არა, ვინც არ უნდა დანიშნონ, ეს არჩევნები მათთვის იქნება აუცილებლად წარუმატებელი”, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო