ადვოკატის განცხადებით, რურუას ჩვენება იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ  არა საქმის პოლიტიკური მოტივი, მის წინააღმდეგ დევნა დღესვე შეწყდებოდა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, რურუას ჩვენება იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ არა საქმის პოლიტიკური მოტივი, მის წინააღმდეგ დევნა დღესვე შეწყდებოდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი, რა სტატუსიც რურუას ამ საქმეში უნდა ჰქონდეს, არის დაზარალებული.

“საერთო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი რურუას ჩვენება იყო დამაჯერებელი, დამაჯერებელი იმდენად, რომ ეს რომ ობიექტური საქმე იყოს და რეალურად მართლა პროკურატურას ჰქონდეს პრობლემა გიორგი რურუასთან და არა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შეიძლება ამ პროცესზეც კი მიეღოთ გადაწყვეტილება დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ჩხრეკა არ მომხდარა და გიორგი რურუას ერთადერთი, რა სტატუსიც შეიძლება ამ საქმეში ჰქონდეს, არის დაზარალებული და არა ბრალდებული”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათი პოზიცია ხვალინდელ პროცესზე გახდება ცნობილი, რომელზეც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

ცნობისთვის, რურუამ დღევანდელ პროცესე ისაუბრა, რომ დაკავების დეოს მისი ჩხრეკა არ მომხდარა, ასევე, მისივე თქმით, სამმართველოში “დნმ”-ის ნიმუში ძალის გამოყენებით აუღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა