„საქსტატი“ მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გენდერული სტატისტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს და სემინარებს აგრძელებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" ფარგლებში ტარდება.

„გასვლით სამუშაო შეხვედრებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აჭარის, გურიის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები და მათი წარმომადგენლები.

რამდენიმე დღიანი სამუშაო შეხვედრისას მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ წარმოებულ პროდუქტებს და 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიას; ასევე განიხილავენ გენდერული სტატისტიკის ინდიკატორებს და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; იმსჯელებენ გენდერული სტატისტიკის ინდიკატორებზე და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა ორშაბათს, 13 ივლისს გაიხსნა და ის 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება“,-აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა