გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება.

მისი თქმით, ჯერჯერობით მიმდინარეობს განხილვა, რა ფორმით ჩაერთვებიან ლიდერები წინასაარჩევნო მუშაობაში და რომელ რეგიონებში ივლიან.

“ჩვენ ვემზადებით მაჟორიტარობის კანდიდატების დასასახელებლად, უახლოეს პერიოდში. განხილვები მიმდინარეობს ყოველ დღე, მათ შორის სიის. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო, რომ პარტიის ლიდერის ფუნქცია რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება. ფორმებზე, მეთოდებზე ვყალიბდებით, როგორ ჩაერთვებიან ლიდერები, სად ივლიან, რომელ რეგიონებში. ეს ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. რეალურად სამუშაო რეჟიმია და სამუშაო რეჟიმში ყველა ჩავერთვებით და მათ შორის პარტიის თავმჯდომარე”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო