გიორგი მიქაუტაძე - ომბუდსმენი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, მოწმეზე ყოფილიყო ზეგავლენა, ამას დასაბუთებულ ვარაუდს ვერ დავარქმევ

სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, მოწმეზე ყოფილიყო ზეგავლენა. მე ამას დასაბუთებულ ვარაუდსაც ვერ დავარქმევ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მოქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის ანგარიშს სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, პანდემიისგან გამოწვეული სიტუაცია და ამ კუთხით შექმნილი ვითარება, მართლაც, უპრეცედენტო იყო.

„მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სასამართლო სისტემამ უმოკლეს ვადებში შეძლო სწრაფი მანევრირება და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძებების კვალდაკვალ მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით, 16 900-ზე მეტი სასამართლო სხდომაა ჩატარებული დისტანციური წესით. ეს ყველაფერი შეძლო სასამართლო სისტემამ ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. მე თავადაც არ მჯეროდა, რომ ამდენს შევძლებდით. ბუნებრივია, ტექნიკური ხარვეზები ხმასთან და გამოსახულებასთან დაკავშირებით პერიოდულად იჩენდა თავს, თუმცა ეს სწორდებოდა. მართლმსაჯულების ხარისხზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა მოწმეზე ყოფილიყო ზეგავლენა. მე ამას დასაბუთებულ ვარაუდსაც ვერ დავარქმევ. მოწმეზე გავლენის მოხდენა არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, ეს არის დანაშაული, თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე გონივრული საფუძველი აქვს ვინმეს, იქნება სახალხო დამცველი თუ სხვა პირი, აუცილებლად უნდა განაცხადოს. სხვა შემთხვევაში ეს არის ეჭვები და ამის ხარვეზად წარმოჩენა, ვფიქრობ, არასწორია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით შეძლებისდაგვარად დავაზღვიოთ ასეთი მოსაზრებებიც”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების განხორციელებულმა მონიტორინგმა არაერთი არსებითი ხასიათის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც დისტანციურ სხდომებს სდევდა თან.

ომბუდსმენის შეფასებით, გარეშე ზეგავლენა არ იყო გამორიცხული მაშინ, როდესაც არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი ბრალდებული ერთვებოდა არაიდენტიფიცირებადი სივრციდან მოშორებით, განათება იყო ბუნდოვანი, ვიდეო კამერისგან იჯდა მოშორებით და ოთახში იჯდა გარეშე ორი პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა