შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის მოწმის ჩვენებით, ავტომანქანა, რომელსაც მამამისი მართავდა, ხიდზე დაყრილი მწვანილის ასაღებად გააჩერეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, 10 წლისე.კ.-ის ჩვენების მიხედვით, საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი ავტომანქანა, რომელიც მამამისს ეკუთვნის, დაპირისპირების დღეს არაგვის მიმდებარედ ხიდზე დაყრილი მწვანილის ასაღებად გააჩერეს.

როგორც არასრუწლოვნის ჩვენებიდან ირკვევა, დასავლეთისკენ მიმავალი მანქანა მამამისმა მხოლოდ ერთხელ და ისიც არაგვის ხიდის მიმდებარედ შეაჩერა.

„მამაჩემს ჰყავს წითელი ფერის მანქანა, რომლითაც მე და დედა რამდენიმე დღის წინ ჩამოგვიყვანა სოფელში თბილისიდან. ღამე მოულოდნელდ გადავწყვიტეთ წამოსვლა. გზაში მამამ ერთ-ერთი ხიდის გადასვლის შემდეგ გააჩერა მანქანა და ისე რომ არაფერი უთქვამს, გადავიდა მანქანიდან. მე და დედას გაგვიკვირდა. მამა რომ მოვიდა, ხელში ეჭირა მწვანილი, რომელიც ჩადო მანქანაში და გავაგრძელეთ გზა… თბილისიდან გამოსვლის შემდეგ მამამ მხოლოდ ერთხელ გააჩერა მანქანა, თუმცა, არ ვიცი, სად, მხოლოდ მახსოვს რომ ხიდი იყო. მაშინ არ ვიცოდი ამ ხიდის შესახებ არაფერი. ახლა ვიცი, რომ ეს მდინარე არაგვის ხიდი იყო. მამა გადავიდა მანქანიდან და მოიტანა მწვანილები. მამამ თქვა, რომ მწვანილები გზაზე ეყარა, ხიდზე გაჩერება არ შეიძლებოდა და ამიტომ გაჩერდა ხიდზე გადასვლის შემდეგ“, - აცხადებს ე.კ.

გამომძიებლის კითხვაზე, შეამჩნია თუ არა მანაც გზაზე დაყრილი მწვანილი, არასრულწლოვანი პასუხობს, რომ მას არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, მანქანაში დედასთან ერთად იჯდა და ელოდებოდა მამის დაბრუნებას, შემდეგ მანქანიდან დედაც გადავიდა. ცოტა ხანში კი, მან მანქანისკენ მომავალი მამა დაინახა, რომელსაც ხელში მწვანილი ეჭირა.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ როგორი იყო ადგილი, სადაც მანქანა გააჩერეს, არასრულწლოვანი პასუხობს რომ “ადგილი იყო ბნელი, კარგად არ ახსოვს”. არასრულწლოვნის თქმითვე, ხიდის მიმდებარედ გაჩერებული სხვა მანქანა, ან ადამიანი არ შეუნიშნავს. მას არც არავის ხმა, ან ხმაური გაუგია. არასრულწლოვნის ჩვენებითვე, აღნიშნულის შემდეგ მამამისს მანქანა აღარ გაუჩერებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს