გია ვოლსკი - ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახის, რაც ოკუპაციას გააჩნია

ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახის, რაც ოკუპაციას გააჩნია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოკუპაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ოკუპაციის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

„შეკითხვა ორნაირად ისმის: ერთი მართლა შეწუხებული ადამიანებისგან და მეორე ადამიანებისგან, რომლებიც ნიშნის მოგებით ცდილობენ გამოიხედონ ჩვენკენ, ან მიგვითითონ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ დაიხსნას ეს ხალხი და რუსეთმა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს იმ დანაშაულში, რაც საქართველოს წინაშე მიუძღვის.

ადამიანები არიან დაჭერილები, დაჭრილები. საერთოდ, ეს ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახის, რაც ოკუპაციას გააჩნია. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ერთხელ მაინც პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს დაუშვა. არა მარტო დაუშვა, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომ ამის მიზეზი, თურმე, ყოფილა საქართველო და ქართული მხარე”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს