სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის, გოკიელის, ნამორაძის, ჭირნახულის, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, გორგასლის, ფირდოუსის და დიდი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას, შანიძის, ჯანაშიას, გუდაურის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, ჯანჯღავას, კაჭარავას, გლინკას, ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, კრუპსკაიას, ლაზოს და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა