შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარეგანი დაზიანებების დათვალიერება ვერ მოხერხდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარეგანი დაზიანებების დათვალიერება დღეს ვერ მოხდება, ვინაიდან, არასრულწლოვანი გლდანის ციხეში არის გადაყვანილი.

,,მოვედით აქ, რომ უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არც გამოძიებას არ ჰქონია და არც კანონიერ წარმომადგენელს არ შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი გადაიყვანეს გლდანში, N8 დაწესებულებაში და აქ არ იმყოფება. შესაბამისად, დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება ვერ მოესწრება, რადგან ვერ მოვასწრებთ ციხეზე შესვლას და ხვალ მოგვიწევს N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლა. როგორც ვიცით, აქ დროებით იყო მოთავსებული და მოხდა მისი სხვაგან გადაყვანა”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს არასრულოვანი ზ.ხ.-ს გარეგანი დათვალიერება მცხეთაში ხიდთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე უნდა მომხდარიყო.

,,ჩვენ დაგვიკავშირდნენ შსს-ს წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ ექპსერტებს სურდათ ზ.ხ.-ს გარეგანი დათვალიერება, ხომ არ აღენიშნებოდა მას რაიმე სახის დაზიანება. ეს ფაქტი უკავშირდება მცხეთაში, ხიდთან მიმდინარე კონფლიქტს, სადაც მოხდა დაპირისპირება მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება მისთვის მიყენებულ დაზიანებას, რაც პოლიციის განყოფილებაში მოხდა, როდესაც მასზე განხროციელდა ზეწოლა და იძულებით ჩვენების მიღება, ამის შედეგად მას დაზიანება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს განვუცხადეთ. ჩვენ გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და ყოველთის მზად ვართ ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა, თუნდაც ეს იყოს ექსპერტის მიერ სხეულის დათვალიერება, ვინმეს ამოცნობა ან სხვა”, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო