ლონდა თოლორაიამ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

ლონდა თოლორაიამ და კრისტიან ურსემ იმ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ლონდა თოლორაიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი როლი და მნიშვნელობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაში.

შეხვედრის ბოლოს, ლონდა თოლორაიამ კრისტიან ურსეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი და მოადგილე სოფიო ჯიაძე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ევროპის საბჭოსთან მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა