ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთმა საჰაერო საზღვრის დასაცავად, სამხედრო მორიგეობა დაიწყო

სომხეთმა საჰაერო სამხედრო მორიგეობა დაიწყო, რისთვისაც ჰაერში ორი სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავი СУ-30СМ გაუშვა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, გამანადგურებელი თვითმფრინავების გაშვება ქვეყნის საჰაერო საზღვრის დაცვის ზომებს უკავშირდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშან სტეფანიანის განცხადებით, „ზეთანამედროვე გამანადგურებლების საბრძოლო მორიგეობა მუდმივ ხასიათს მიღებს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვირას, 12 ივლისს დაიძაბა. შეტაკების შედეგად სომხეთის 4, აზერბაიჯანის 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს