კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბელგიამ შეზღუდვების შემსუბუქება გადადო

ბელგიამ, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების უეცარი მატების შემდეგ, ქვეყანაში სოციალური შეკრებების შესახებ არსებული წესების შემსუბუქება გადადო.

პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში კარანტინის ხელახლა შემოღებას არ გამორიცხავს.

„ამ დროისთვის ჩვენ ვირუსის ხელახლა მატება შევნიშნეთ. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები 5 ივლისიდან 11 ივლისამდე პერიოდში 8%-ით გაიზარდა, წინა კვირასთან შედარებით. პანდემია შეზღუდულად, მაგრამ კვლავ იძენს იმპულსს. დღევანდელი ტენდენცია არ არის კარგი. შევხედავთ მომდევნო კვირაში რა მოხდება და რა თქმა უნდა, თუკი ისევ ცუდი ტენდენცია იქნება, ჩვენ არ გადავალთ კორონავირუსის ზომების შემსუბუქების მე-5 ფაზაზე. ეს ნიშნავს, რომ არსებული სიტუაცია იგივე რჩება და თუკი უფრო მკაცრი ზომების მიღება იქნება საჭირო, ასეც მოვიქცევით“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

სოფი ვილმესმა ასევე განმარტა, რომ თითო კვირაში მაქსიმუმ 15 ადამიანის შეკრების შესახებ არსებული შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდების ჯგუფშია, შესაბამისად ღამის კლუბებსა და მსგავს ფართო გავრცელების ადგილებთან დაკავშირებით აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.

ქვეყანაში საკარანტინე ზომები მარტში დაწესდა და კორონავირუსის შემთხვევების კლებასთან ერთად მათი შემსუბუქება დაიწყო. თუმცა ბოლო ერთი კვირაა, ბელგიაში დღეში საშუალოდ ინფიცირების 100-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. ბელგიაში კორონავირუსის სულ 62 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და კოვიდ-19-ს 10 000-მდე პაციენტი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა