ენერგოომბუდსმენმა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში საჯაროდ წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, აგრეთვე თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის დარგში ლიცენზიის მქონე კომპანიებისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები.

„ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 4497 კორესპონდენცია დარეგისტრირდა, კომპანიების მისამართით გაიგზავნა 2323 რეკომენდაცია, მარეგულირებელ კომისიაში 552 შუამდგომლობა, შედეგად ჩამოიწერა 754, 709 ლარი, 6 წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამი კი 12 მილიონ ლარზე მეტია.

მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. ძირითადი გამოწვევაა არასათანადო მომსახურება, რაც გამოიხატება წყალმომარაგების ხშირ წყვეტებში, გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურებაში, დადგენილი გრაფიკების დაუცველობაში რეგიონულ ქალაქებში.

2019 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა ასობით განცხადება და ზარი, რომელიც ეხებოდა სწორედ მომსახურების სისტემატურ შეზღუდვას, და სასმელი წყლის დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევებს როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

დაუძლეველ პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევა. მნიშვნელოვნად გამოსწორდა წყალარინების ქსელზე მისაერთებელი მილის დიამეტრის განსაზღვრა, რაც მატერიალურ ზიანს აყენებდა მომხმარებლებს.

სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშწორება ერთ-ერთი აქტუალური საფუძველია მომხმარებელთა პრეტენზიისთვის, ვინაიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ მისამართს მოქალაქეები მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყენებენ და ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, სასმელი წყლის მოხმარებისთვის გადასახადი მაინც ეკისრებათ. აღნიშნული საკითხები არაერთხელ განიხილა ენერგოომბუდსმენის აპარატმა, რაც დადებითად დასრულდა.

2019 წელს დადგინდა ე.წ ,,ჰიბრიდული ტარიფი“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებისთვის, რომელიც უარყოფითად შეფასდა ენერგოომბიდსმენის მიერ. საზოგადოებრივი დამცველი არ ეთანხმება განსხვავებული ტარიფის დაწესებას საცხოვრებელი ფართის გაქირავებისთვის.

ელექტოროენერგეტიკის მიმართულებით, 2019 წლის განმავლობაში დარეგისტრირებული განცხადებების თანახმად, მომხმარებლები გამოხატავდნენ პრეტენზიებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დარიცხვა განხორციელებული იყო მომდევნო საფეხურის გაზრდილი ტარიფით. ეს არის სისტემური ხარვეზი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.

პრობლემურია ელექტროგადამცემი სადენებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ამავდროულად გავლენას ახდენს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. კვლავ ხშირია მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებიც, რაც იწვევდა აღრიცხვიანობის დარღვევას და ზოგიერთ შემთხვევაში დარიცხული თანხის არასწორად განსაზღვრას. 2019 წლის მიწურულს დედაქალაქის კონკრეტულ უბანში დაფიქსირდა მასობრივი პრობლემა, რომელიც ანათვალის არასწორად აღებას შეეხებოდა.

ბუნებრივი გაზის სექტორი 2019 წლის მონაცემებით ფასდება, როგორც კატასტროფების წელი. რაც გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების - 6 შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა. დაფიქსირდა აგრეთვე გაზის გაჟონვისა და ინტოქსიკაციის 358 ფაქტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვა.

გაზთან დაკავშირებით აგრეთვე, აქტუალური იყო გაზიფიკაციის მიღმა დარჩენილი სოფლები და მუნიციპალიტეტები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, დაბალი წნევით მიწოდება, ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საკითხები და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა