მაიკ პომპეო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით კომპანიებს  ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსულ-გერმანული გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ კომპანიებს ახალი სანქციებით დაემუქრა. მან ინვესტორები გააფრთხილა, რომ შეიძლება სანქციების წინაშე აღმოჩდნენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ-გერმანულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან და რუსულ-თურქულ გაზსადენ „თურქსტრიმთან“ დაკავშირებული ევროპელი ინვესტორები, შესაძლოა, „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ (CAATSA) შესახებ 2017 წლის კანონის ფარგლებში, აშშ-ის მხრიდან სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩდნენ.

„ეს არის მკაფიო გაფრთხილება კომპანიებისთვის, რომ რუსეთის მავნე გავლენების პროექტებში თანამონაწილეობას და ხელის შეწყობას არ მოვითმენთ. ახლავე გაეცალეთ, თუ არა და იქნება არასასურველი შედეგების რისკი“, - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კანონმდებლებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. სანქციების სამიზნე ის კომპანიებია, რომლებიც გაზსადენის გაყვანას უზრუნველყოფენ. ამერიკის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯები ევროპაში რუსული გავლენის შეჩერებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო