ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსზე ტესტის პასუხი კვლავ დადებითია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფირმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბოლსონარუმ სოციალური ქსელის საშუალებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ვირუსის სიმპტომები კვლავ არ აღენიშნება.

„თავს კარად ვგრძნობ. თავიდანვე ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა დავიწყე, თავი მეორე დღესვე კარგად ვიგრძენი. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ ჩემზე კარგად იმოქმედა,“ - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარანტინში ყოფნა მობეზრდა და განმეორებითი ტესტის ჩაბარებას აპირებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა