ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების შემცირებას მიესალმებიან

მივესალმებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების შემცირებას და მხარეებს დეესკალაციისკენ მიმართული მცდელობების გაგრძელებისკენ მოვუწოდებთ,- ამის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), სტეფან ვისკონტის (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერის (აშშ) და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ანჟეი კასპრჟიკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი ინფორმაციით, 15 ივლისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით მშვიდი სიტუაციაა. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი მიესალმებიან საომარი მოქმედებების შემცირებას და მხარეებს მოუწოდებენ, გააგრძელონ ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის დეესკალაციას.

თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ წამქეზებელი რიტორიკისგან და შეეცადონ ადგილზე ვითარების შეცვლას. ისინი ხაზს უსვამენ სამშვიდობო პროცესის აღდგენისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნის აუცილებლობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. სამხედროებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

იხილეთ ვიდეო:ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების შემცირებას მიესალმებიან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო