აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები თოვუზის რეგიონში აზერბაიჯანულ პოზიციებზე თავდასხმას შეეცადნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა რამდენიმე სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სოფლების: აგდამის, დონდარ გუშჩუსა და ვაჰიდლის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღითა და საარტილერიო დანადგარებით ცეცხლი გახსნეს. არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ბრძოლა გრძელდება.