საქართველოში წარმოებული პირბადეები ევროპასა და აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

უცხოეთში ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი დაიწყო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კერძო კომპანიების მიერ პოლიპროპილენისგან წარმოებული პირბადეები ექსპორტზე ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა.

„საქართველოში წარმოებული სამედიცინო დანიშნულების პირბადეები, რომლებსაც კერძო კომპანიები აწარმოებენ, გავიდა ექსპორტზე. მოგეხსენებათ, პირბადეები იწარმოება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც და ასევე, კერძო კომპანიების მიერ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე იმპორტიორი ქვეყანა ვიყავით, ახლა კი პირბადეების ექსპორტიორი ქვეყანა ვართ. ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა ექსპორტზე, მანამდე ჩვენ ვკრძალავდით, რადგან ვუყურებდით, რომ შიდა ბაზარი გაჯერებულიყო“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება დოლბანდის 12-შრიან პირბადეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია წარმოებული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, 5 მილიონამდე პირბადეა წარმოებული და სააფთიაქო ქსელები მარაგდება. მინისტრისვე განმარტებით, აღნიშნული პირბადეების ექსპორტი, რომელიც მოსახლეობას სუბსიდირებულ ფასად მიეწოდება, არ განიხილება.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში წარმოებული პირბადეები ევროპასა და აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს