ადვოკატი - ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და ითანაშრომლებს გამოძიებასთან

ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და ითანაშრომლებს გამოძიებასთან, - ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ცოტნე გამსახურდია გადაყვანილია გერმანიაში, ჰაიდელბერგში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, რომელიც არის საუნივერსიტეტო კლინიკა ნეიროქირურგიურ დაავადებებთან დაკავშირებით, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეაბილიტაციის ცენტრი. თურქეთიდან მოხდა გერმანიაში მისი ტრანსპორტირება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მის მეუღლესთან, ასევე, ბატონ კონსტანტინესთან კომუნიკაციის შედეგად, პროგრესი, რომელიც ჯერ კიდევ სტამბოლში, კლინიკაში დაიწყო, კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. იმედს იძლევიან ექიმებიც.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გერმანიაში ტრანსპორტირება და საუკეთესო კლინიკაში განთავსება. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური, შეძლებს გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ამასთან, მეორეს მხრივ, შეძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში დაზარალებულს, როგორც დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაიღოს საქმის მასალები.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ დავინახეთ არის ის, რომ დაზარალებულ მხარეს არ აქვს საქმის მასალებთან წვდომა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შეზღუდულ დროსა და სივრცეში პროკურატურის წარმომადგენელთან ერთად, მის სამუშაო ოთახში გავეცნოთ მასალებს და გავაკეთოთ ამონაწერი. ის, რომ წავიღოთ საქმის მასალები, წავიკითხოთ, გავაანალიზოთ, ეს არა მარტო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, როგორც დაზარალებულებს, საერთოდ საქართველოში არცერთ დაზარალებულს არ აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა