პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა კოლეჯის სტუდენტების მიმართ, ხაზი გაუსვა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ზოგადად პროფესიული განათლების მნივნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

,,დღეს პროფესიულმა განათლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას უდიდესი ღირებულება საზოგადოებისთვის, მას შეუძლია გაზარდოს გმირები, მის წიაღში შეიძლება არსებობდნენ საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, დასაყრდენი ადამიანები და ეს დღეს სახეზე გვაქვს ჩვენი ახლგაზრდების სახით", - განაცხადა თამარ ქიტიაშილმა.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში მანრნეულის კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებული სიცოცხლის რისკის ფასად მედპერსონალთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ.

მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონიძიებაში მონაწილეოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 აგვისტომდე მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია. მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ვებ-გვერდზე https://vet.emis.ge/.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა