გიორგი გახარიას განცხადებით, „განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ აბიტურიენტთან, რათა მან წელი არ დაკარგოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა“ „კოვიდ-19“-ით დაინფიცრებულ აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები, აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბულები არიან. ინფექციის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამინისტრო კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი აბიტურიენტს 7 ივლისს დაუდასტურდა.

იხილეთ ვიდეო:ჩააბარებს თუ არა დარჩენილ გამოცდებს აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა