პრემიერი - თელავისა და ყვარლის სოფლები დაისეტყვა, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, მთავრობის მხარდამჭერი პროგრამის გამოცხადების შემდგომ, სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები გაიზარდა. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.

ამასთან, პრემიერმა კახეთის სეტყვაზეც ისაუბრა და მთავრობის გუნდის წევრებს დაავალა, რომ ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

“რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამის გამოცხადების შემდგომ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად, მშენებლობის მიმართულებით, უძრავი ქონების გაყიდვა ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა, ისევე როგორც სამშენებლო მასალების თვალსაზრისით. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც უპირველესად აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო.

დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულებაც. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. მინდა გაგახსენოთ, რომ რთველი გვიახლოვდება, ისევე როგორც თხილის სეზონი და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ წუხელ თელავისა და ყვარლის რაიონების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ამიტომ, ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს