მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება.

გუშინ ჩვენ გყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა