„თიბისი“ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა

„თიბისი” საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი, მათ შორის „თიბისის“ პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის-SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით. პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, - განაცხადა ,,თიბისი ბანკის“ კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან შავკაციშივილმა.

,,საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა. ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, ,,თიბისი“ ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში ,,თიბისი“ პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალი“ რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ. აღნიშნული პროექტი „თიბისი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა