თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორსა და სენაკში როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებსა და დევნილ მოქალაქეებს საკუთრებაში 5000-მდე ბინა გადაეცემა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც ბევრ პრობლემას წარმოშობდა.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს ინიციატივა და მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა პრობლემას უამრავ სირთულეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ პარაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აღნიშნულ ბინებში. ეს ვითარება პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი გადაწყვეტილებით, 5000-მდე ოჯახს ამ ფართების საკუთრებაში გადაცემით საშუალება მიეცემათ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამხანაგობის პროგრამებით მოაგვარონ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა, შეაკეთონ სახურავი, ინფრასტრუქტურა და სხვა. ამ გადაწყვეტილებით, მე მინდა განვმარტო, რომ ამით ასევე ისარგებლებენ ის ოჯახები, რომლები მართლზომიერად ფლობენ აღნიშნულ საცხოვრებელ შენობებსა და კორპუსებში საკუთრებას, მაგრამ ბინების გარკვეული ნაწილების საკუთრებაში არარსებობის გამო, ისინიც ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობას და ვერ აუმჯობესებდნენ საცხოვრებელ პირობებს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს