ნათია თურნავა - ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას არ უნდა დავხარბდეთ, რომ ყველასთან საზღვრები გავხსნათ

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიისას ტურისტული ინდუსტრია ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ყველა ძალიან კარგად ვხედავთ და ვიზიარებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია მეტად დაზარალდა. სწორედ ამიტომაც, ყველა ჩვენი გადაწყვეტილების და პროგრამის სათავეში, მოტივაციაში დევს ტურიზმის დახმარება. ეს ის დარგი იყო, რომელსაც ერთ-ერთ პირველს დავეხმარეთ და ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომშიც, იმიტომ რომ ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ყველანი ვთანხმებით იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს ძალიან მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს. ამას სხვათაშორის ტურისტული ინდუსტურია საკმაოდ საღად აფასებს, ხედავს, ნამდვილად არ უნდა რომ ამ რისკში შევიდეთ ჩვენგან გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო. ძალიან ბევრი სიკეთე და ახალი გადაწყვეტილება წარვუდგინეთ ტურისტულ სექტორს. მაგალითად ის, რომ ჩვენ გავხსენით ბიზნეს ვიზიტორებისთვის ჩვენი ბაზარი, მიუხედავად იმისა , თუ საიდან მოდიან ბიზნეს ვიზიტორები. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მხოლოდ ბიზნეს მიზანი, ისინი ტურისტულადაც იმოგზაურებენ,“ - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა