ნათია თურნავა - ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება „ლუვთანზასთანაც“. ყველამ იცის, რომ ორი აგვისტოდან რეგულარული ფრენები დაიწყება, თუმცა უკვე ამ თავითვე თავისუფალია ეს მწვანე კორიდორი და შეუძლიათ მანამდეც დაიწყონ ფრენები. ჩვენ სადაცააა დავასრულებთ მოლაპარაკებას Air France-თან და Air Baltic-თან. ესეც თავის დროზე გახდება ცნობილი. სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც ჩვენ შევძლებთ რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ და ძალიან გაგებით ეკიდებიან ეს კომპანიები. ასევე ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, ასევე ვაგრძელებთ კომერციული ჩარტერების შესრულებას, როგორც აქამდე იყო. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი. ბევრი ტუროპერატორი გადაეწყო ამ ახალ რეალობაზე, ბევრი სასტუმრო გადაეწყო, გაცილებით მეტად უჭირს თბილისის სასტუმროებს, თორემ რეგიონის სასტუმროებში ასე თუ ის შიდა ტურიზმია, რა თქმა უნდა, არა იმ დოზნით, კოვიდის გარეშე რომ იქნებოდა, მაგრამ 40-50%-ით მაინც არიან დატვირთულები. ჩვენი ამოცანაა შეძლებისდაგვარად დავაბალანსოთ ორი რამ. გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად, შევინარჩუნოთ კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება,“ - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც, ვინც ერთმანეთთან გახსნა საზღვრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ გარკვეული უკუნაბიჯები გადადგეს.

„ამ გახსნას მოჰყვა სწრაფი ეფექტი და ასეთივე სწრაფი ნეგატიური შედეგიც და პრობლემებიც. ამიტომ ვაკვირდებით, რომ არ გავიმეოროთ სხვისი შეცდომები და თან ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე,“ - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მთავრობის შეთავაზება მათ, ვინც საზღვარგარეთ დისტანციურად მუშაობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა