არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღება იწყება

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის შერჩევის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს წევრობის 2 ვაკანტური ადგილია.

განაცხადების წარმოდგენის ვადა კი 2020 წლის 16 ივლისიდან ამავე წლის 31 ივლისის ჩათვლითაა.

როგორც შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, საბჭოს წევრის ფუნქციებია საჩივრის განხილვის სხდომებში მონაწილეობა და საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სრულყოფილად უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

სააგენტოს ინფორმაციით, განმცხადებლის მიერ წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

CV; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაკავებული თანამდებობის დასახელება, ამ თანამდებობის დაკავების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ვადა; წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინება; დამატებით ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებად ან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება:

შემსყიდველ ორგანიზაციაში ან მიმწოდებელთან დასაქმება, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველად/პრეტენდენტად/მიმწოდებლად ყოფნა;

შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;

საკონსულტაციო მომსახურების გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dispute@procurement.gov.ge განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ ზემოხსენებულ ვადაში.

განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მათ გადარჩევას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა. აღნიშნული კანდიდატი უნდა მუშაობდეს ამავე არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„დაინტერესებული პირების ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩვენები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს), რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ.

არჩევნების შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი საბჭოს წევრად ითვლება მისი არჩევიდან ან, თუ ჯერ არ გასულა საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადა – შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებების შეტანას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც იქმნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ახალი დავების განხილვის საბჭო. შესაბამისად, ხსენებული კანონის ამოქმედებისთანავე მის ამოქმედებამდე არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საბჭოს და შესაბამისად, მის წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.“- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა