ეკა ბესელია - „ფეისბუქის“ გადაწყვეტილება ერთგვარი დამზღვევი უნდა გახდეს, რომ ოდნავ მაინც შერბილდეს აგრესიული სოციალური ომი

„ფეისბუქის“ გადაწყვეტილება ერთგვარი დამზღვევი უნდა გახდეს, რომ ოდნავ მაინც შერბილდეს ის აგრესიული სოციალური ომი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აწარმოებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების განთავსების თაობაზე.

ბესელიას თქმით, „ფეისბუქის“ ეს გადაწყვეტილება დამაიმედებელი და დამამშვიდებელია.

„ფეისბუქის“ გადაწყვეტილება დამაიმედებელი და დამამშვიდებელია იმ ცილისმწამებლური და ზღვარგადასული პროპაგანდის ფონზე, რომელიც ძალიან მარჯვედ გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტების წინააღმდეგ. ის რესურსი, რაც მათ სოციალურ ქსელში დახარჯეს, საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, როდესაც „ფეისბუქმა“„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასეულობით ყალბი გვერდი გააუქმა. ეს იყო ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი არამხოლოდ შეურაცხმყოფელი გვერდები, არამედ ძალიან სახიფათო ანტიდასავლური განწყობების მატარებელი. ეს აძლიერებს განცდას, რომ „ქართულ ოცნებას“ არეული აქვს საგარეო ვექტორი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც სხვადასხვა დროს გავხდით ასეთი ცილისმწამებლური და მასირებული შეტევის მსხვერპლი, ერთგვარი დამზღვევი უნდა გახდეს, რომ ოდნავ მაინც შერბილდეს ის აგრესიული სოციალური ომი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აწარმოებს. თუ ეს ყველაფერი მოექცევა გარკვეული კონტროლისა და დაცული სტანდარტების ფარგლებში, ცხადია, ეს ცოტათი მაინც შეამსუბუქებს საარჩევნო კამპანიის პერიოდს,“ - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქს“ მიმართეს, წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა.

„ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ,” - აღნიშნულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორის საპასუხო წერილში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა