„თავისუფალი საქართველო“ - ანტიკრიზისული გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც უნდა გავრცელდეს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც უნდა გავრცელდეს.

მისი თქმით, მათ ხელისუფლება ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კომპენსაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც გასცენ.

„COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის დაზარალებულ მოქალაქეებზე კომპენსაციას გასცემს, კერძოდ კი, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც სამსახური დროებით, თუ გაურკვეველი ვადით დაკარგეს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, თვითდასაქმებულები 300 ლარს, ხოლო დასაქმებული (ოფიციალურად დასაქმებული) მოქალაქეები 1200 ლარს მიიღებენ. თანხა რა თქმა უნდა მწირია, თუმცა ხსენებული მოცემულობა ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლებას არც კი გახსენებია საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მათ ისედაც გაუსაძლისი ცხოვრების პირობები აქვთ, ხოლო პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება მსგავს შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გაიაზროს - მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს გარემოება ხელისუფლებას არ უხსნის რაიმე სახის პასუხისმგებლობას და მათ ხელისუფლება ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და აღნიშნული კომპენსაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც გასცენ“, - აღნიშნავს მაქაცარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს