„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი მეგობარ სახელმწიფოებს შორის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა გრიგოლ გეგელიამ და ლანა გალდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ემხრობა მშვიდობას, დემოკრატიასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონფლიქტების გასაღები სახელმწიფოთა და ხალხთა შორის მშვიდობიან, მომავალზე ორიენტირებულ, რაციონალურ დიალოგშია და არა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი გაღვივების საფუძველი შეიძლება გახდეს. ვაფასებთ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოსადმი და ვესწრაფვით იმ მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების გამყარებას, რომელიც აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაკავშირებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს პროაქტიული პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობაზე,რადგან ჩვენ, ამ რეგიონის მკვიდრ მშვიდობიან, დემოკრატიულ მოსახლეობას, ყველაზე კარგად გვესმის ქაოსის საზარელი შედეგები. აქვე შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ მიმდინარე დაპირისპირება ემსახურება მხოლოდ გარე ძალთა პოლიტიკურ ინტერესებსა და უარყოფს მშვიდობისმყოფელი სამხრეთ კავკასიელ ხალხთა დემოკრატიულ მიზნებსა და განვითარების სულისკვეთებას.

“ლელო საქართველოსთვის“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო აქტიურად და სრულყოფილად ახდენდეს თავისი პოტენციალის რეალიზებას რეგიონალურ პოლიტიკაში და უზრუნველყოფდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის,”- განაცხადა გეგელიამ.

“ლელოს” წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ არსებული კონფლიქტი რუსეთის ინტერესებში შედის და მხარეებმა, საქართველოს ჩართულობით, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა დაასრულონ.

„ჩვენი პოზიცია იყო და არის მშვიდობიანი ურთიერთობა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. “ლელო” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იტვირთოს მოდერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას მხარეები და არ დაუშვას სიტუაციის გამძაფრება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია კავკასიის რეგიონში, “ - განაცხადა ლანა გალდავამ.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო