კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი თეთრუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 4 წელზე მეტია, რაც ისინი საკუთარი ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ.

მისივე თქმით, მეანაბრეთა ოდენობა 2 300-მდე ხელოვნურადაა გაზრდილი.

„ვითხოვ კომპენსაციას, მე დაზარალებული ვარ. 4 წლის განამავლობაში, დღესაც კი, არ არის ზუსტად მოცემული რამდენია დაზარალებული. პირობითად 2300 მეანაბრეა მიჩნეული და დაფიქსირებული. რეალურად დღესაც არ ვიცით რამდენია დაზარალებული, ეს ოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი. დაგვიბრუნეთ ჩვენი დანაზოგები. ჩვენ ვართ სისტემის მსხვერპლი. დაზარალებულებიდან 40 ადამიანი გარდაგვეცვალა და 3-მა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. აქამდე თუ 76 მილიონი იყო სრული თანხა, ახლა ლარის კურსის გამო, გაზრილია“, - განაცხადა თეთრუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს